,,უწყვეტი პროტესტის ერთი წელი,,-ამ სლოგანით დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ, საღამოს 19:00 საათიდან შეიკრიბებიან და ერთი წლის წინ,ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებენ.
,,28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს მრავალს საუკუნოვან მისწრაფებას, გახდეს ცივილური სამყაროს ნაწილი მოღალატეობრივი განცხადებით უპასუხა ირაკლი კობახიძემ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს ქალაქებში და გააპროტესტა კონსტიტუციის დარღვევა. მას შემდეგ ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობას საპროტესტო აქციები და ერთი წლის თავზე კვლავ შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. ,,- წერია აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა- „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება — 2028 წლის ბოლომდე არ დავაყენოთ დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
ამასთანავე, თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო უარს ამბობს ევროკავშირისგან ნებისმიერი საბიუჯეტო გრანტის მიღებაზე.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არის იმისთვის, „რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად“.
