- ჯანდაცვა
- გადასვლები: 703
კლინიკა ,,ბომონდში,, აჭარიდან დადასტურებული კოვიდით ხანდაზმულები გადმოიყვანეს
“კლინიკა ბომონდის” სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
“კლინიკა ბომონდის” სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.მათგან კარავში არც ერთი ფაქტი გამოვლენილა.ახალი შემთხვევები ყველა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.
,,გასულ 24 საათში ქუთაისში 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.კარავშიც ვაგრძელებთ ტესტირებას.თუმაცა აქ არ გვქონია არც ერთი დადებითი შემთხვევა.გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება,მაშინ ავიღებთ კარავს.ყველა კონტაქტი ვიცით და შეგვძლია ვმართოთ სიტუაცია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის,, სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 22 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. ქ
უთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაადასტურა.მისი თქმით, ის 32-ე სკოლის კლასტერს მიეკუთნება. ბარბაქაძე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მისი თქმით, სიმპტომებიდან მხოლოდ ცხელება აღენიშნება. სკოლაში ყველა პედაგოგს ტესტი უკვე გაუკეთდა და ბუღალტერისა და საქმეთა მმართველის გარდა ვირუსი არავის დადასტურებია. ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლაში დეზინფექცია ჩატრდა და სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.
ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.
,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა…
პარასკევი მაისი 03
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი მაისი 03
In რელიგიამოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოება2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე დაიწყო ქუთაისის დალოცვით. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის ტაძარში…
ხუთშაბათი მაისი 02
In საზოგადოებაამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები თბილისში ,აქციაზე მიმდინარე…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოებაწალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ქვეყნის…
ოთხშაბათი თებერვალი 14
In ჯანდაცვაამ სეზონზე გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს…
შაბათი იანვარი 20
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.…
ოთხშაბათი იანვარი 10
In ჯანდაცვაპირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2023 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის…
პარასკევი დეკემბერი 01
In ჯანდაცვაგრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,…
ორშაბათი ოქტომბერი 16
In ჯანდაცვა