პროექტის „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“ პრეზენტაცია გაიმართა თბილისში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით.
პროექტის „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“ პრეზენტაცია გაიმართა თბილისში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას ამორტიზებული და მოძველებული ინფრასტრუქტურის შესაცვლელად მეტი ინვესტიცია სჭირდება.
„მარეგულირებელმა კომისიამ დაამტკიცა GWP-ის საინვესტიციო გეგმა, როცა ტარიფი დადგინდა, შესაბამისად, ამ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში, სადაც კომპანია ოპერირებს, უნდა მოაწესრიგოს მოძველებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისი მიმართულებები, პროექტები უკვე დამტკიცებულია და კომპანია ამას მოჰყვება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელის დიდი ნაწილი არის ამორტიზებული, უფრო მეტი ინვესტიცია და სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დანადგარების გადაცემის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.
წლებია, მთავრობა საგარეო ვალს იღებს, თუმცა ვერ ითვისებს, რის გამოც ჯარიმას იხდის.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილში ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაცია იყო. წლიურ ჭრილში ფასების ორნიშნა ზრდაა სურსათის და ტრანსპორტის მიმართულებით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი).
2022 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში საშუალოდ 9.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.
ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
2021 წლის განმავლობაში მერიამ 100%-ით თითქმის ვერცერთი პროგრამა აითვისა და მათ შორის ყველაზე უარესად ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა შეასრულა, 10.2 მილიონი დაუხარჯავი ლარით.
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. …
სამშაბათი ნოემბერი 03
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაქუთაისელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში ინდოეთში გაიმართა. ვახტანგ ახობაძემ(60 კგ)…
ორშაბათი ნოემბერი 02
In სპორტიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან და ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან ერთად,…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციასავრცელებს და კედლის მხატვრობის…
ორშაბათი ნოემბერი 02
In საზოგადოებაქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქალაქის საკრებულოს რიგით მე-13 სხდომაზე, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე…
ოთხშაბათი ოქტომბერი 28
In პოლიტიკავანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში წინასწარი მონაცემებით ,,ქართული ოცნების,, კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, N…
შაბათი ოქტომბერი 03
In პოლიტიკაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში…
შაბათი ოქტომბერი 03
In პოლიტიკაცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.49%-ს…
შაბათი ოქტომბერი 03
In პოლიტიკადღეს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის,დმანისის,წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრებს ირჩევენ.…
შაბათი ოქტომბერი 03
In პოლიტიკა