წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში რძეზე, ყველზე, კვერცხზე პურზე და პურპროდუქტებზე, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ასევე ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (7.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-11.3 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (3.0 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.1 პროცენტით, რაც -0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.4 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდას და მომავალი წლის გეგმებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის, ახალი ავიამიმართულებების დამატების კუთხით.
„კომპანია Wizz Air-თან ჩვენ ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს.
დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის, ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივები და მომავალი გეგმები 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის.
საქართველოში გრძელვადიანი პოზიციონირების და უახლოეს წლებში კომპანიის ოპერირების გაფართოების პერსპექტივებზე ყურადღება გაამახვილა კომპანიის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვლადისლავ ილინმა.
„ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება განვიხილეთ, კერძოდ, ჩვენი ოპერირების გაფართოება უახლოეს წლებში. განვიხილეთ ის შესაძლო მარშრუტები, რომელიც შეიძლება წამოვიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში. მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველოში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოოთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.
2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
„2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა, როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად, 42.8 პროცენტი და 41.4 პროცენტი შეადგინა.
2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.
2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება.
„თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვე არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო - 330 რეისი და 93,919 მგზავრი.
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In სხვა სიახლეებიარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებასაქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა…
პარასკევი ოქტომბერი 24
In პოლიტიკასუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშუ გამართულ ბრიფინგზე…
ოთხშაბათი ოქტომბერი 22
In პოლიტიკაახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება - თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება და…
სამშაბათი ოქტომბერი 21
In პოლიტიკა,,ლელო - ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა და პარტია დატოვა. ალექსანდრე მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში…
ორშაბათი ოქტომბერი 20
In პოლიტიკაპარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ რამდენიმე…
ორშაბათი ოქტომბერი 20
In პოლიტიკა