2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111,566 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აგვისტო 87,969 მგზავრი).
მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში, აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აგვისტო - 274 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.