სტრატეგია ,, აღმაშენებლის ,, გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძენ ოცდამეცხრე საბავშვო ბაღის შენობასთან ბრიფინგი გამართა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 4 წელია კერძო სახლში ქირით არის განთავსებულია.ქირა ბიუჯეტიდან იფარება-3000 ლარი ყოველთვიურად. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა კი ხელისფლების გადაწყვეტილებით დაკეტილია.მიზეზად ავარიულობა სახელდება.ანდრო ლოსაბრიძის განცხადებით, შენობის აღდგენა-რეაბილიტაციიის ან ახლის აშენების დაპირება არ შესრულდა. იყო მცდელობა გაყიდვის, რასაც მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებელთა პროტესტი მოყვა. შენობას მიენიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
,, როგორც ხედავთ ,შენობა მიტოვებულია და აღდგენის ნაცვლად საბოლოო განადგურებისთვისაა განწირული. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის და მავნებლობის შედეგი. ჩვენი გუნდი შეეცდება აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა და აღსაზრდელებთან ერთად პედაგოგებისა და აღმზრდელების ყოფითი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენ ვგეგმავთ პერსონალის სახელფასო უზრუნველყოფის გაორმაგებასაც",- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.
ქუთაისის მერიაში საპასუხო განცხადებას არ აკეთებენ.
,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს წყალტუბოში ბრიფინგი გამართეს.ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა წყალტუბოს განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე ისაუბრეს.
,,ერთი წლის წინ ივანიშვილმა თქვა ,რომ წყალტუბოს 22 სანატორიუმს და 9 აბაზანას საკუთარი სახსრებით გამოისყიდდა და გააკეთებდა. რა თქმა უნდა ერთიც არ გაუკეთებია. მაშინ როცა ,,ნაციონალური მოძრაობა ,, აირზენას ეკეკლუცება და ოცნებამ წყალტუბო საკუთარი ჩაფლავების სიმბოლოდ აქცია, ვროპული საქართველოს ,, გეგმაა ქუთაისის აეროპორტში რაინეარის ბაზის გახსნა და ვიზეარის ბაზის აღდგენა , რაც წელიწადში მილიონ ევროპელ ტურისტს, წყალტუბოსთვის რეალურ საინვესტიციო მიმზიდველობას და გარდამტეხ ცვლილებებს ნიშნავს.,,- განაცხადეს ,,ევროპული საქართველოს,, წარმომადგენლებმა.