ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის 130 საარჩევნო უბანზე კრნჭსიყრის პროცედურა 8 საათზე დაიწყო. უმეტეს უნბანზე მისულია პირველი ამომრჩეველი . ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ქუთაისში ძირითადი საარჩევნო 123 უბანია და 7 სპეც. უბანი,აქედან ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,ხოლო დანრჩენი 6 კი ის უბნებია,სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები მისცემენ ხმას.
ქუთაისში სულ 156275 ამომრჩეველია რეგისტრირებული.