საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.მისი თქმით, ბევრი ჟურნალისტი მუშაობს, როგორც მხარე.
,,ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მასმედიის თანამშრომლებთან ესეთი დამოკიდებულება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი უკვე აღარ წარმოადგენს თავისუფალ მედიას.ისინი არიან კონკრეტული პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარე არიან და მიკროფონსა და გადამღებს ამოფარებულები ახორციელებენ მავნებლურ საქმიანობას, რაც მიუღებელია,,-განაცხადა ალეკო ახალაძემ.
გვიან ღამით მარნეულში ინციდენტი მოხდა . დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
ქუთაისში 2 ქუჩის სარეაბილიტაციოდ 15 მილიონი ლარი გამოიყო. ამ თემაზე სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ბრიფინგი გამართა.
,, კორონაპანდემიის პირობებში როცა სკოლებში სველი წერტილების ელემენტარული ჰიგიენის პრობლემა გადაუწყვეტელია, როცა ელექტრონული მოწყობილობების და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია, ხელისუფლება ორი ქუჩის სარეაბილიტაციოდ 15 მილიონის დახარჯვას აპირებს. ტენდერებიც ხელისუფლებასთან სინქრონში მყოფმა კომპანიებმა მოიგეს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას რომ ე.წ ,, ატკატების " ინტერესი და საარჩევნო ყულაბის შევსების თემა უფრო პრიორიტეტულია დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის ვიდრე მოსახლეობის პრობლემების მოგვარება"- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ. ქუთაისში აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია სამუშაოებს ,, ბლექსი გრუპი" და ,, აკორდ ჯორჯია" ასრულებს. ამასთან უკანასკნელს უამრავი დავალიანება აქვს როგორც სახელმწიფოს ისე კერძო კომპანიების მიმართ. ჯამში 4, 5 კილომეტრი გზის დასაგებად 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა დღეს ბრიფინგი გამართა.გიგა შუშანიამ ჟუნალისტებთან ,,პარკინგ სერვისის,, მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კომპანიამ ჯარიმებისა და ქირის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო,თუმცა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი ვალი დაუგროვდათ.
პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად შპს „პარკინგსერვისი” ქუთაისის მერიამ 2015 წელს შექმნა.
საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია აღმაშენებლის N 112 -ში ლიფტების რეაბილიტაციის საკითხზე ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიტატის განცხადებას ეხმაურება:
,,27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, სამწუხაროდ აფხაზეთთან ერთად ჩვენი სამაჩაბლოც, რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული შეტაკებების დროს და ძალიან ბევრი ქართველი გმირი დაეცა სოხუმის დაცვისას. მათი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენი საქართველოს ისტორიაში და ყოველთვის მივაგებთ მათ პატივს“-ეს განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.
,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს…
ხუთშაბათი ივნისი 04
In საზოგადოებასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. …
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია,…
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებაქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფალიაშვილის…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან ერთად, სოფელ…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოება