- პოლიტიკა
- გადასვლები: 1387
ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი გამოავლინა
ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი გამოავლინა
ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი გამოავლინა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ სკანდალში ეხვევა
ბიძინა ივანიშვილის შავ--თეთრი ყულაბა.
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერიასთან სამართლებრივ დავაშია, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, წლების განმავლობასი მას ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე პრობლემები ექმნება და ამიტომ მერიას სასამართლოში უჩივის.
"წლებია მერია გვაყრის თვალში ნაცარს და გვიმალავს გამოთხოვილ ინფორმაციას რისი გასაჯაროვებაც მათ ინტერესებში არ შედის, მალე იქნება სასამართლო პროცესი და იმედი მაქვს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილბას მიიღებს“, -აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.
ქუთაისისმერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგობიანი ამბობს, რომ ბრეგაძის სარჩელი უსაფუძვლოა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს მხოლოდ პერსონალური ინფორმაცია არ მიეწოდა.
ბრეგაძის სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2 ივნის განიხილავს.
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მათ იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია გაუნაწილებელი მანდატების საკითხიც - ისინი თანმიმდევრულად განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.
რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:
კახეთში - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);
ქვემო ქართლი - 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);
შიდა ქართლი - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);
მცხეთა მთიანეთი - 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);
სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
გურია - 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);
სამეგრელო - 3 ოლქი (ერთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები);
იმერეთი - 4 ოლქი (ერთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);
აჭარა - 3 ოლქი (ერთი - ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).
,,დღეს გვყავს ყველაზე არაინტელექტუალური, ყველაზე არაპოლიტიკური პარლამენტი. ტრაგიკულად საინტერესო წინასაარჩწევნო კამპანია გველოდება’’-ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
როდის იყო ქართული პარლამენტი უკეთესი?! უბედურება კი ის არის, რომ უარეს შორის უარესიც არსებობს.
აბსურდამდე მისული სანახაობები, იაფფასიანი პოლიტიკური შოუები, ტაკიმასხარობა, ღლიცინი, მთვლემარე პოზაში მხართეძოზე წამოწოლა, ლანძღვა-გინება, მუშტი კრივი, 30-მდე ქრონიკულად მდუმარე დეპუტატი.(არც არავის რომ ახსოვს მათი არსებობა), ბოიკოტის რეჟიმის აპელირებით თითქმის მუდმივად ცარიელი დარბაზი, და ა.შ. შთამბეჭდავია...
გაიფურჩქნენ პარლამენტარები,( ერთეულ კეთილსინდისიერებთან ბოდიში.) აჭყვიტინდნენ, აკრიახდნენ, გადაერთვნენ საკუთარ აღებ- მიცემობაზე, ჯიბის გასქელებაზე , საქმეები ჩაწყობაზე, ჩლუნგი ახლობლების აღზევებაზე, უტვინო კადრების ლობირებაზე, ერთი სიტყვით, ქვეყნის დანგრევის მცდელობაზე.
რა კარგი ყოფილა პარლამენტარობა?!...საამური და მიმზიდველი!.
ერთი ადგილის ქექვაში, ხელის აწევ-დაწევაში, ასე არაფერში მოვიდა განცხრომა და საშვილიშვილოდ გამდიდრება. (საინტერესოა, რატომ ეძლევათ ხელფასი მათ, ვინც თითქმის არასდროს ესწრება სხდომებს?!)
ჰოდა იმტვრევენ თავპირს პარლამენტარობისთვის, იმუნიტეტისთვის, ქონების გადარჩენისთვის...
ყველაზე ,,მიმზიდველი’’ ბოიკოტის რეჟიმია...ისეირნე სადაც გინდა, ინებივრე როგორც გინდა, რაც გინდა აკეთე-და აფუჭე. დარბაზში უსაქმურად ჯდომას და მთქნარებას, გარეთ, საამურ ცხოვრებაში ნარნარი არ სჯობია?!...ისიც ქვეყნის და პარტიის სახელით.
საქართველო და ხალხი ვის რაში ადარდებს?!...
ისევ უკვდავ ყვარყვარეს უნდ ადავესესხო, სხვა სიკეთისთვის არ მემეტებიან მზიანი ქვეყნის ,,მზიანი შვილები.:’’ ,,წყვაწყვას ასე უთხარით, იმისთანა ვაჟკაც კაცს, ნაცარქექია რომ შეარქვითქვა, ცოლი არ ათხოვინე და კეტით მიაგდე საშოვარში- ეს მოუწია თქვა-- ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ აყავდათ, იქიდან შემოგითვალათ, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულში თქვა...’’
ეჰ, ჩემო ყვარყვარე, რას ვიზამთ...კი იმსახურებენ შენი ირიბი მამები ასეთ ‘’ლოცვას’’ ხალხისგან., (რა იცით, როდის გაგასინათლავენ სახრჩობელის თოკს...) მამები, ვინც მაგ პარლამენტში წამოგასკუპათ და ქვეყნის ფეხზე დაკიდების დიდოსტატებად გაქციათ!
ავტორი ნინო ძოწენიძე
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო)წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებაცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგიკალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაოშეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა…
შაბათი სექტემბერი 13
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებაცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და…
პარასკევი სექტემბერი 12
In პოლიტიკა