ქუთაისი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის,სადაც ,,ევროპული საქართველოს,, აქცია ,,დაუპიპინე ბიძინას საქართველოს ყველა წერტილიდან მთელი დღის განმავლობაში,, გაიმართა. პარტიის მხარდამჭერები და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე დილიდან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩები სიგნალებით და დროშებით შემოიარეს.საავტომობილო აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დასრულდება.