24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289.
5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტებიდან იმერეთში  162 მკურნალობს. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის,  იმერეთში30.
3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათგან 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება  2 425 ადამიანი, მათ შორის,  იმერეთში 32. თვითიზოლაციაშია  43 263 ადამიანი, საიდანაც  იმერეთში - 4 921.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე.
			
			
			
	
					
			
	 თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლამდე  ქალი  საავადმყოფოში 5 ნოემბერს ხონიდან შეიყვანეს .პაციენტი ხონის ფსიქიატრიულში მკურნალობდა, მას ,,თერჯოლამედში,, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწარაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალბატონი თბილისის მაცხოვრებელი იყო.
ამ დროისთვის თერჯოლის კლინიკაში კოვიდდადასტურებული 102 ადამიანი მკურნალობს,მათ შორის არასრულწლოვნები არ არიან. პაციენტთაგან 16 რეანიმაციაშია, ხოლო 9 აპარატზეა შეერთებული. ამ დროისთვის საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თუმცა ,,თერჯოლამედის, დირექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 20 საწოლის დამატება იგეგმება.