ამ წუთებში ჩაის სახლ"ფოე-ფოეში"ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანის "სიკვდილის ლურჯი ეკრანი" პრეზენტაცია მიმდინარეობს.
რომანში ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება.
ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა.დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.
ირაკლი მაჩიტაძე პროფესიით ჟურნალისტია, ცნობილი ქუთაისური რადიოსადგურის, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მედიაში საქმიანობის ოცდაათწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა ავტორს საშუალებას აძლევს, დინამიკური, დამაინტრიგებელი ამბავი შესთავაზოს მკითხველს. მისი რომანის გმირები თანამედროვე, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნების ადამიანები არიან.
რომანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა.წიგნის რედაქტორია ანა ჭაბაშვილი,დიზაინერი კი ია გაბუნია .
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნა.
ეს დღე უკრაინაში წინაახალწლო ტრადიციაა, სადაც პატარები საზეიმო განწყობით, წმინდა ნიკოლოზს, ახალი წლის სურვილების ასახდენად, საჩუქრებით და ტკბილეულით ელიან.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ მონაცემთა ბაზაში, დღემდე 393 უკრაინელია, მათ შორის უმრავლესობა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.
19 დეკემბერი უკრაინელ ბავშვებს ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ,მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
წმინდა ნიკოლოზის დღისთვის სახელდახელოდ შექმნილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც უკრაინელებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის სცენაზე შეასრულეს, პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.