საჩხერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დაინფიცირდნენ
როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, მედიკოსების ნაწილი კლინიკაში მკურნალობს. მათ ვირუსი გეგმიური ტესტირების ჩატარების შემდეგ დაუდასტურდათ.
ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მკურნალობის კურსს ოჯახებში გადის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48.
3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 799 პირი, აჭარაში - 11 495, იმერეთში - 5 316.