“კლინიკა ბომონდის,, კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა-50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.
“კლინიკა ბომონდის,, პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადამიყვანეს.
ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.
, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა.
6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-1 255.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, აქედან იმერეთში-218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან იმერეთში-43.
3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 332-იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში ქვეყნის მასშტაბით მოთავსებულია 1 974 ადამიანი, აქედან იმერეთში-31.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 პირი, მათ შორის იმერეთში-5 080.