- რელიგია
- გადასვლები: 711
შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისში მცხოვრებ კათოლიკეებს ოქროს ჩარდახში უმასპინძლეს
ქუთაისში კათოლიკური შობის აღსანიშნავად Dmo imereti-ის ინიციატივით საზეიმო ღონისძიება მოეწყო.
ქუთაისში კათოლიკური შობის აღსანიშნავად Dmo imereti-ის ინიციატივით საზეიმო ღონისძიება მოეწყო.
25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება.
შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს თერთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: უკრინის,კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთი), ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.
რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა .მისი წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.
ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე (შემდგომში წმინდა დიდმოწამედ ცნობილი) იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა.
როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.
ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაცდიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარაი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ მიიჩნევენ.
4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა.თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში .ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემელის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.
რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ფოტო- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. წმინდა გიორგის ხატი, გელათი, XI საუკუნე.
ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორი საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპებისა და ტრენინგების ციკლი თემებზე:…
შაბათი ივლისი 12
In გენდერიქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.…
შაბათი ივლისი 12
In რელიგიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და…
პარასკევი ივლისი 11
In საზოგადოებაქუთაისში დღეს,11 ივლისს ,კონცერტი- ,,მუსიკალური ზაფხული 2025“ გაიმართება. საღამო 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00…
პარასკევი ივლისი 11
In საზოგადოებაკონფერენს ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდა და 4:3 გაიმარჯვა. დუბლები…
ხუთშაბათი ივლისი 10
In სპორტი