ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“.
ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; კულტურათა შორის დიალოგის გზით, დარგის ტენდეციებისა და ინოვაციების გაცნობა - წარმოჩენა; ახალგაზრდა , ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება.
ღონისძიება ჩატარდება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია:
ფესტივალის საზეიმო გახსნა და ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო;
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში;
საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები);
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
პოეტის და ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის დაბადებიდან 129 წლის იუბილე მშობლიურ ბაღდათში, მისივე სახლ- მუზეუმში აღინიშნა.
საიუბილეო სღამოზე მაიკოვსკის ცხოვრება და მოღვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ბაღდათის ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, მაიაკოვსკის პოეზიის მოტივებზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაიაკოვსკის იუბილე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყოველ წელს
ტრადიციულად ,სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.