დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ქვეყანა ომიკრონი გავრცელების მხრივ პიკურ ეტაპზეა.95 % დაფიქსირებული ვირუსის ომიკრონზე მოდის. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ ფონზე იმერეთში ბუსტერ დოზით ვაქცნაცია ისევ დაბალია.დღეის მონაცემებით, იმერეთში ბუატერით ჯამში 14 000 ადამიანია აცრილი.
"საწუხაროდ,გასული24 საათი არის ერთ-ერთი პიკური მაჩვენებელი ,ყოველდღიურად გვაქვს მზარდი სტტსიტიკა ომიკრონის გავრცელებისა.დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ კოვიდის შტამი არის ომიკრონი 95 %.
გვაქვს ძალიან დიდი ოჯახური კლასტერები.ომიკრონი სწრაფად გადადის და თუ ადამიანები არ ახორციელებენ დროულ იზოლაციას,შესაბამისად გავრცელება შეუქცევადია. არ დავივიწყოთ,რომ კოვიდთან ერთად აქტიურად ცირკულირებს ა ტიპის h3 გრიპი,ისიც იწვევს რესპირატორულ სიმპტომებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას,პირბადის გამოყენებისკენ, ბუსტერ დოზით ვაქცინაციისა დისტანციის დაცვისკენ.არ გვინდა ეს მასშტაბური ქორწილები და ქელეხები"-განაცხადა გოჩა გიორგიძემ