3 და 4 სექტემბერს ქუთაისში გასტრონომიული გამოფენა გაიმართება.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
"ფესტივალი „ზარ•ზეიმი” გთავაზობთ ნამდვილ ქართულ გემოებს ადგილობრივი ფერმებიდან , ცივ იმერულ ღვინოებს ოჯახებიდან და მცირე მარნებიდან, ხელით დამზადებულ ნაყინს და ლუდის სახეობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.
ფესტივალ „ ზარ•ზეიმის“ პარტნიორები არიან : ქუთაისის მერია, „თიბისი“, „სტარტაპერი,” და „ვიზა „-წერია ქუთაისის მერიის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
კინო-თეატრ „საქართველოში“გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო ქუთაისის მერია, თანაორგანიზატორი კომპანია „ოქროს პეპელა“ ( დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი).
ფესტივალის მიმდინარეობის 3 დღის მანძილზე ჟიურიმ ( თავმჯდომარე შალვა ხახანაშვილი ) ათობით ფოტოს შორის საუკეთესოები ამოარჩია .
მთავარი პრიზი ("ილო 2022" ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუეტი) საუკეთესო ფოტო - პორტრეტისათვის გადაეცა გეორგიოს კაცაგელოსს ( საბერძნეთი).
სპეციალური პრიზით ((ფოტო- კამერა "ილოს" ბრინჯაოს სტატუეტი) დაჯილოვდა იამზე ვაჩეიშვილი.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ზაქარია ჭელიძე.
ტიტული "ფესტივალის აღმოჩენა"( 20 წლამდე ასაკის ავტორს), საუკეთესო ფოტო -პორტრეტისათვის მიენიჭა საბა ბოდოკიას.
ჟიურის პირველი ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი მარი ათანელს გადაეცა.
პრიზი „ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გადაეცა ღვაწლმოსილ ქუთაისელ ფოტოგრაფს ჯემალ სირბილაძეს.
ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა ეკატერინე ნენე ცომაია.
პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში გადაეცა რამდენიმე უკრაინელ ფოტოგრაფს.
„ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას- ვინც საფუძველი ჩაუყარა „ილოს“, ვინც 16 წლის მანძილზე ყოველწლიურად მუშაობდა კონკურსის ჩასატარებლად, განსაკუთრებული მადლობა „ილო 2022“-ის საორგანიზაციო ჯგუფს და ირაკლი ჯაოშვილს, რომლის იდეაც იყო ფოტო-კონკურსის ფესტივალის ფორმატში ჩატარება.
ქუთაისი არის და იქნება ასეთი ფესტივალების ქალაქი. შემოდგომაზე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გიწვევთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.