მოსახლეობის ნაწილი ნამახვან ჰესის მშენებარე კომპანია ,,ენკას ,, ხეობიდან გასვლას ისევ ითხოვს და ჰესების კასკადის აგების წინააარმდეგია. დღეს მათ მუშებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.ადგილობრივები ამბობენ,რომ მათი პოზცია უცველელია და ,,ენკამ ,, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს რიონის ხეობა. მოსახლეობის ნაწილი ისევ ნამოხვან ჰესის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას ადანაშაულებს .
მათი განცხადებით, კომპანიამ დაიწყო ხეობის ფერდობის ასაფეთქებელი სამუშაოები. როგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ნაღმებს ათავსებენ, რომ კომენდანტის საათის დროს ისტორიული ხეობა ააფეთქონ.