მორიგი ვანდალური ფაქტი საფიჩხიის სასაფლაოზე- ექიმ კაკო ბურჯანაძის, მისი მეუღლისა და შვილის ბრინჯაოს ბიუსტები, რომლებიც ცნობილი მოქანდაკეების მიერ იყო შესრულებული, მოიპარეს.
მომხდარის შესახებ ოჯახის ნათესავს ინფორმაცია საფლავის მომვლელმა კვირას მიაწოდა ,მან კი სამართალდამცავ ორგანოს მიმართა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საფიჩხიის სასაფლაო გაიძარცვა.
შ.პ.ს. ,,ქართულ ტრადიციებში,, აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-ში ზეპირი, სატელეფონო, ან წერილობითი ფორმის შეტყობინება სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე არ შესულა. სოციალურ ქსელში გააქტიურებული ფაქტიდან გამომდინარე , რომელიც კაკო ბურჯანაძის საფლავიდან ბიუსტის უნებართვოდ აღების და გატანის ფაქტს შეეხებოდა, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“ -ის წარმომადგენელი ესაუბრა ოჯახის ჭირისუფალს და დაზარალებულის თქმით, საქმე აღძრულია და იძიებს შსს-ს მე-2 განყოფილება.