ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება. 47 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაგავმზიდები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.
მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ნაგავმზიდები.
,, ვაგრძელებთ იმერეთის რეგიონში მუნიციპალური ტექნიკის განახლებას. რამდენიმე თვის წინ, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე იმერეთმა დამატებით შეიძინა ცხრა მუნიციპალიტეტისთვის 17 დასუფთავების მანქანა, რომლის ნაწილიც უკვე გადაეცა მუნიციპალიტეტებს და მათ შორის ქუთაისს. რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი არის გადადგმული სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები და მუნიციპალიტეტები უფრო მეტად მოვლილი და დასუფთავებული იყოს”-ზვიად შალამბერიძე.
პირველ ეტაპზე ნაგავმზიდები ქუთაისს, თერჯოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს გადაეცა. დანარჩენი მუნიციპალიტეტები ავტოტექნიკას ახლო პერიოდში მიიღებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 90-ამდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ქ. თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასაბდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
12 აპრილს, 13:00-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე , კოლონადებთან გაიმართება აქცია ,,არა რუსულ კანონს,,. ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია.
,,საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა: ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი…
სამშაბათი დეკემბერი 23
In პოლიტიკახვალ,24 დეკემბერს, ტყიბულში ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოებასაქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,…
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოება23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. …
სამშაბათი დეკემბერი 23
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში…
ორშაბათი დეკემბერი 22
In საზოგადოება