იმერეთში გარესამყაროს 60 სოფელია მოწყვეტილი. სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გზებს მთელი ღამის განმავლობაში 94 ერთეული ტექნიკა წმენდდა. წუხელვე გაიხსნა მისასვლელი გზა 45 სოფელში. დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებული.
ელექტრო ენერგიის მიწოდების 3000-მდე აბონენტს აღუდგა.