იმერეთში მე-4 დღეა ინტენსიურად თოვს. 12-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ჩაერთო.
წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩაკეტილია 103 სოფელი.
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ხარაგაულშია . მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 2 მეტრზე მეტია.
ელექტრო ენერგია 20 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი 1 603 აბონენტს.
სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებსა და ბაღებში.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი.