საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან 9 სოფლამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგა. ამ დრომდე პრობლემურია სოფლების ნიგვზარა, შომახეთი, ღოდორას მიმართულებით მოძრაობა.
ელექტროენერგია სრულად აღდგენილია და მიეწოდება ყველა აბონენტს. შეუფერხებლად ხდება ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგებაც.
ამ დროისთვის გზა იწმინდება 10 მიმართულებით. იყრება ტექნიკური მარილიც. მობილიზებულია 12 ერთეული სპეც. ტექნიკა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში. დღეის მდგომარეობით ყველა საჯარო სკოლაში, გარდა სოფელ ნიგვზარის, ლიჩისა და ცხომარეთის საჯარო სკოლებისა, მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი.