ბაღდათის მუნიციპალიტეტში უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.
მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან და ჯართან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ჩართული არიან სამუშაოებში, რათა დროულად მოხდეს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.
მეორე დღეა მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მიეწოდება მოსახლეობას. იწმინდება გზები.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია სრულად მიეწოდება მოსახლეობას, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 20 აბონენტს. გადაადგილება შეზღუდულია 10 სოფელში.