ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ. მ.-ც (მის: ვანი, სოფ. ზედავანი).
,,რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.,,-სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისა და სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვის და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა კი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა.
2026 წლის 28 მარტს, მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარის გამოყენებით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 287¹ მუხლის პირველი ნაწილითა და 303-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.