საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეგიონებიდან თბილისში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად წასვლის მსურველებისთვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნება.
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.
დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.,,-საქართველოს მთავრობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში იმყოფრბოდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა.
მეწყრულ ზონაში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და ,,ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია, კარიბჭე და გალავანი, რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
,,დეტალურად დათვალიერდა ორივე ძეგლი და დადგინდა, რომ ეკლესიები არ არის დაზიანებული.
მას შემდეგ, რაც მეწყრული პროცესები დასტაბილურდება შესაბამისი დარგის სპეციალისტები დამატებით შეისწავლიან ძეგლების მდგომარეობას, მოხდება მათი სკანირება და ძველ მონაცემებთან შედარება, ასევე გატარდება ყველა შესაძლო ღონისძიება, ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით.

მადლობას ვუხდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უზრუნველყვეს ტერიტორიაზე სააგენტოს თანამშრომლების უსაფრთხო გადააადგილება.,,-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.