აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი 7-12 აგვისტოს მიმდინარეობდა.შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ რჩება.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 45 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის ივლისში დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 480 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 27 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, 20 - იმერეთში, 18 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15 – კახეთში, 9 - სამცხე-ჯავახეთში, 8 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 6 - ქვემო ქართლში, 5 - მცხეთა-მთიანეთში, 3 - გურიაში, 1 კი - შიდა ქართლში.