ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე პაატა ბუცხრიკიძე და მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ფერსათში, სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრეები და დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
