ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიატ, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით. ბარათების აღება შესაძლებელია “საქართველოს ბანკის “ ნებისმიერ ფილიალში.
შეღავათებით მოსარგებლე პირები, შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათით და ქუთაისის ახალი სამგზავრო ბარათით.
არსებული სამგზავრო ბარათებით მგზავრობის ღირებულების გადახდა 1-ლი სექტემბრიდან აღარ განხორციელდება.
,,ამავდროულად, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში ინერგება სრულიად ახალი სისტემები, როგორებიცაა:
გაჩერებების გამოცხადების სისტემა;
სვლაგეზებისა და გაჩერებების მონიტორზე ვიზუალიზაცია;
ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ გადაადგილება და თვალი ადევნონ მათთვის სასურველი ტრანსპორტის მოძრაობას.
აღნიშნული სისტემები უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მათი სრულყოფილად გამართვის შემდეგ, მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ცვლილებები და დროულად მოემზადოთ ახალი სისტემით სარგებლობისთვის.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
