ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2024 წლის აღსანიშნავად იმერეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდ თანხებს ხარაგაულის მერია დახარჯავს- 286 271 ლარი.
ქუთაისი-200 000 ლარი,ჭიათურა -205 571 ლარი, წყალტუბო-99 990 ლარი, საჩხერე 99 999 ლარი.
,,მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულებზე, საკმაოდ ხშირად კი ხელშეკრულება არა ელ.ტენდერის, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით ფორმდება. საყურადღებოა ისიც, რომ უკვე გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შესაბამისად, როგორც თბილისის მერიას, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მათი წინასწარი პროგნოზირება და დაგეგმვა შეუძლიათ. ხელშეკრულებების ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმება, არა მხოლოდ ამცირებს კორუფციის რისკებს, არამედ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.
2024 წლის აღსანიშნავად ყველაზე დიდ თანხებს ხარაგაულის, ბორჯომის და ოზურგეთის მერიები ხარჯავენ. თითოეულ მათგანს ახალი წლის აღნიშვნა 286 ათასიდან 328 ათას ლარამდე უჯდებათ. ყველაზე მოკრძალებულ თანხებს რეგიონებიდან კი გურჯაანის მერია დახარჯავს, რომელმაც ახალი წლის აღსანიშნავად 88,500 ლარი გამოყო. ,,-ფლანგვის დეტექტორი .
ფოტო-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია .
ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილი ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი თავის დასაბამს 2009 წლიდან ითვლის. ფორუმ-თეატრის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში - წევრები ირჩევენ თემებს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. მონაწილეები მოყვარული მსახიობებია, უმეტესად სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. სცენარების კონცეფცია სწორედ მოყვარულ მსახიობებს ეკუთვნით, რომელსაც შემდეგში ჩვენს რეჟისორთან - მაგდანა ჩიხლაძესთან ერთად ხვეწენ და ნამდვილ სცენარად აქცევენ ხოლმე. ასე ისინი, სცენარების წერის ტექნიკებსაც ეუფლებიან.
მომდევნო ეტაპზე შემოქმედებითი ჯგუფი დგამს მცირე სცენებს და მაყურებელს უტოვებს საშუალებას, იმსჯელოს ნანახი სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ პრობლემაზე. სწორედ ფორუმ-თეატრით, ინსცენირებით, ახერხებს მაყურებელი მისი რეალობის შეფასებას და ალტერნატიული გამოსავლის ძიებას იწყებს.
ამ წლების განმავლობაში ფორუმ-თეატრის ფრთის ქვეშ არაერთმა მოყვარულმა მსახიობმა, აქტიურმა ახალგაზრდამ გაიარა. ერთად მოიარეს დასავლეთ საქართველოს ყოველი მუნიციპალიტეტი, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებზე. ხშირია თვითმმართველობებთან თანამშრომლობით ჩატარებული ჩვენებები სხვადასხვა ჯგუფებთან, სკოლებთან აქტიური კომუნიკაციები.
ფორუმ თეატრები ტარდება სკვერებში, პარკებში და ღია სივრცეებში, სადაც გამვლელები საზოგადოება აქტრიურად ერთვება.
დასავლეთ საქართველოში არაერთმა სკოლამ თუ სამოქალაქო ჯგუფებმა ფონდ „სოხუმის“ ფორუმ თეატრის პრაქტიკის გაზიარებით შექმნეს ფორუმ თეატრები და დღეს ამ მეთოდით მუშაობენ.
მაგალითისათვის, USAID-ის პროექტით შექმნილი 7 ახალგაზრდული კლუბის მიერ მოხდა ამ მეთოდის მულტიფიცირება. ფორუმ თეატრის რეჟისორმა- მაგდანა ჩიხლაძემ ვორქშოპები ჩაატარა და შედეგად შეიქმნა 7 ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი. აღნიშნული ფორუმ-თეატრების შექმნის შემდეგ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შვიდივე ფორუმ თეატრმა წარმოდგენები გამართა სხვადასხვა სკოლებში, სოფლებში, სხვადასხვა ჯგუფებთან სხვადასხვა თემატიკაზე: ოჯახური ძალადობა, კონფლიქტები, ბულინგი, ლუდომანია, თაობათაშორისი კონფლიქტები, ფემიციდი და ა.შ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუშაობის გამოცდილება გაზიარდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ოსეთში არსებულ 5 ახალგაზრდულ ჯგუფთან და მათაც სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით შექმნეს ფორუმ-თეატრი მათთან.
“ფორუმ თეატრის მეთოდი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, შევძელი ამ მეთოდით ის პრობლემა მეჩვენებინა საზოგადოებისათვის, რომელიც ჩემთვის გულისტკივილს იწვევს. თაობათაშორისი კონფლიქტები და ოჯახური ძალადობა ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვულია. სცენის თამაშის დროს თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა ისე შევედი როლში, ძალიან მინდოდა სცენის ბოლოს ვინმეს ჩანაცვლება მოეხდინა და გამოსავალი მოეძებნა. ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი ამ კუთხით მნიშვნელოვანია, აფიქრებს საზოგადოებას არსებულ სიტუაციაზე, ერთად ვმსჯელობთ გამოსავლის ძიებაზე და ალტერნატიული გზებით კონფლიქტის არიდების გზებს ერთად ვნახულობთ,” - ახალგაზრდული კლუბის წევრის უკუკავშირი.
„ფორუმ თეატრმა ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. თითქოს, ის, რაც ხდებოდა, რეალობა იყო. მე, როგორც მაყურებელმა ჩანაცვლება გავაკეთე. ბევრი ვერსიის განხილვის შემდეგ, შევძელი გამოსავალი მეპოვა და შემეცვალა არსებული სიტუაცია. ასევე, მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ სცენები ისეთი შერჩეულია, ყველა თაობისათვისაა აქტუალური. ჩემ გვერდით იდგნენ ბებიები, დედის ტოლა ქალები, რომლებიც ემოციებით ცდილობდნენ ემსჯელათ გამოსავლზე, ესაუბრათ პრობლემის აქტუალურობაზე და მათ მაგალითებზეც პირადი ცხოვრებიდან. ეს მეთოდი არის დისკუსიის საუკეთესო პლატფორმა“ - ფორუმ თეატრის მაყურებელი.