შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი იმერეთის რეგიონში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდინა - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად იდენტიფიცირებულია სამართალდამრღვევები.
დათვალიერებისას დადგინდა, რომ მდინარე წყალწითელაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის - ტეშენიტის ქვის დამამუშავებელი საამქროებიდან ქვის სველი წესით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო წყალი ჩაედინებოდა.
მდინარის დაბინძურების ხარისხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარისა და ჩამდინარე წყლების ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევის მიზნით, შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისა და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ვიდეო,სადაც ჩანს,რომ მდინარე წყალწითელაში დაბინძურებული წყალი ჩაედინება, სოციალურ ქსელში გვერდმა ,,ჩემი ქალაქი მკლავს, გაავრცელა.