სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი, შემდგომი რეალიზაციისთვის, ყველს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად , ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები (ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა) და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის (ეტიკეტირების) დარღვევა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
