ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია.
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია.
ქუთაისმა საცხენოსნო ფესტივალს უმასპინძლა. მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს დოღში, ცხენბურთში, მარულასა და ისინდიში შეეჯიბრნენ.
შეჯიბრი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შედგა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი პრიზები გადაეცათ.
კვირას, 27 აპრილს, 15:00 საათზე, „აია არენაზე“ რაგბში დიდი-10-ის შესარჩევი ფინალი გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი და წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის „ბათუმს“ უმასპინძლებს. ,,ბათუმი,, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
რეგულარული ჩემპიონატის 1-2 ადგილოსნები შესარჩევ ფინალს ერთმანეთში თამაშობენ. გამარჯვებული გადადის დიდ ფინალში. შესარჩევ ფინალში წაგებულ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. მან უნდა დაამარცხოს მე-3-6 ადგილოსნებს შორის საუკეთესო გუნდი.
შესარჩევ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის „აია“ დიდი ფინალის-საქართველოს ჩემპიონატის ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელსაც ქუთაისი 11 მაისს, 16:00 საათზე უმასპინძლებს.
ქუთაისში ,,დიდი ფინალი ,, ბოლოს 4 წლის წინ, 2021 წელს ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ თამაშს ქუთაისში ითამაშებს.
ივნისის მეორე ამხანაგური მატჩი კაბო ვერდეს წინააღმდეგ გაიმართება.
აღნიშნულ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 8 ივნისს უმასპინძლებს.
პირველი ამხანაგური მატჩი კი 5 ივნისს, დინამო არენა მზე შედგება.საქართველო-ფარერების კუნძულები.
ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე წყალბურთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის და გერმანიის წყალბურთელთა ნაკრები გუნდები.
ღონისძიების მასპინძელია ქუთაისის ოლიმპიური აუზი და წყალბურთის კლუბი „სპორტ მენეჯმენტი“. ტურნირი ხვალ, 25 აპრილს დასრულდება.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა ,,ქუთაისი 2010,, საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა მოიგო.
ქვეყნის ჩემპიონმა გუნდმა თასის სამგზის მფლობელი ,,თსუ,, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანგარიშით 77:83.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა გამორჩეული მატჩი ჩაატარეს. ტურნირის MVP 21 ქულით გიორგი ოჩხიკიძე გახდა.
,,ქუთაისი 2010-მა,, საქართველოს თასი მეხუთედ მოიგო.
კლუბი თასის მფლობელი 2014,2017,2019 და 2021 წლებში იყო.
შეხვედრას ,,თბილისი არენამ,, უმასპინძლა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკა