ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ქუთაისელ მოკრივეს,16 წლის დავით მხეცაძეს შეხვდნენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის მედალს დაეუფლა.
დავით ერემეიშვილმა ახალგაზრდა მოკრივეს და მის მწვრთნელს ზაალ ჯავახაძეს საერთაშორისო არენაზე მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
