ქუთაისელი საბა ინანეიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობდა.
მძიმე წონოსანმა, ქუთაისელმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში მონღოლეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა, უჩა ტაბატაძემ.
