28-30 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რიზეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 და 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისის დავით ხახალეიშვილის სახელობის ჭიდაობის N17 კომპლექსური სპორტსკოლის მოჭიდავეები.
ახალგაზრდა ქუთაისელი ფალავნები რიზედან 4 ოქროს მედლით დაბრუნდნენ 🙌
ჩემპიონები გახდნენ :
ბაგრატ შიუკაშვილი (მწვრთნელი, ოთარ ლოლაძე )
საბა იობიძე (მწვრთნელი, ოთარ ლოლაძე )
ჟორიკო დვალი (მწვრთნელი, ხვიჩა გოგიტაძე)
გიორგი ნუცუბიძე(მწვრთნელი, ხვიჩა გოგიტაძე )
