ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ქუთაისში დღეს არ გაიმართება. ღონისძიებები ხვალისთვის გადაიდო.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,გადადების მიზეზი უამინდობაა.
აქტივობები ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ტარდებოდა,თუმცა მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობა პატარებს ახალგაზრდობის პარკში ეპატიჟება.
,, წელს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2 ივნისს, 13 : 00 საათიდან, ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში გაიმართება ( მისამართი თაბუკაშვილის ქ. #2).
ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები, ჩატარდება სამხატვრო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ანიმატორები, მულტფილმების პერსონაჟები და კოსტიუმირებული მსახიობები.
ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.