13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულია.
სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო . მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.
უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.
მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია .
13 ივნისს დაიღუპნენ:
• ნუგზარ ბუაძე
• დავით გაბიტაშვილი
• ჟანა ეგიაზაროვა
• ნანა ფილიშვილი
• ელზა ზარანდია
• ინდირა ზარანდია
• გურამ პეტრიაშვილი
• მარიამ ქუთელია
• ნინა შუტკოვა
• ივლიტა ჯიბუტი
• ნატა ნინაშვილი
• სულიკო ნოზაძე
• ზურაბ მუზაშვილი
• კარპო ენუქიძე
• ოთარ ცუხიშვილი
• ელიზბარ ბაღაშვილი
• გივი დვალი
• ლიანა ეგიაზაროვა
• სვეტრალა ეგიაზაროვა
• მალხაზ ჭიტაძე
• გულიკო ჭიტაძე
13 ივნისს დაკარგულები:
• სერგო კაპანაძე;
• ბექა ბუთურიშვილი.