ქუთაისის ცენტრში,წითელ და თეთრ ხიდებს შორის,ავტობუსების მოსაცდელის უკან არსებული მცირე ზომის შენობას დამცავი კედელი აღარ აქვს.
აღნიშნულ ტერიტორიას ძირითადად ის ადამიანები აფარებენ თავს,რომლებსაც მზის გულზე,სიცხეში ტრანსპორტის ლოდინი უწევთ.
შენობა მდინარე რიონის გადაყურებს და არსებობს გადავარდნის რეალური საფრთხე.
ცალკე პრობლემას წარმოადგენს რიონის სანაპირო , რომელიც მცენარეებით არის გაბურდული,ყრია უამრავი ნაგავი და მოუწესრიგებელია.