ჭიათურაში ხვალ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.15:00 საათზე შეკრება ჭიათურის მერიის წინ არის დაგეგმილი. ისინი უკანონო რეორგანიზაციას, ხელფასების გადაუხდელობას და 4 დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ. 4 მაღაროელი 29 აპრილს დააკავეს.ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
,,ჭიათურელებს არ შეგვშვენის ერთმანეთის ღალატი და განსაცდელში მიტოვება.
ჩვენი გზა ყოველთვის იყო ერთგულებაზე, ერთმანეთის პატივისცემასა და თანადგომაზე დამყარებული მრავალი პროტესტის და აქციის მომსწრენი ვართ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთმანეთი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა.
ჩვენი სიძლიერე სწორედ ამ ერთობაშია — იმ განცდაში, რომ არავინ რჩება მარტო, არც ბნელ საათებში, არც მძიმე ბრძოლაში. არ უნდა დავივიწყოთ ის ბიჭები, ვინც თითოეული ჩვენგანის თავისი ოჯახების გამო 60 დღე აპროტესტებდნენ უსამართლობას გელოდებით ხვალ 15 საათზე მერიის წინ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, ახლა ეს ყველას გვჭირდება.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
ჭიათურაში საპროტესტო აქციები მეხუთე თვეა გრძელდება.