ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საყოველთაო გაფიცვის 108-ე დღეს ქალაქში 4 დაკავებული მაღაროელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
4 მაღაროელი 29 აპრილს დააკავეს.ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.