არასამთავრობო ორგანიზაცია,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.თორნიკე ბარათაშვილი გელათში არსებული ვითარების შესახებ დიდი ხანია საუბრობს და სამუშაოების გაჭიანურებასა და არასწორად წარმართვაზე აკეთებს აქცენტს.
,,5 წელი დასჭირდა ამას.სავსეა გელათი პროპაგამდისტული ტელევიზიებით, ვინც ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებას პრობლემების მიჩქმავლის უხეირო მცდელობაში ეხმარებოდა.
სარეაბილიტაციო ხარვეზია, რამდენიმე კრამიტს გამოვცვლით და ეშველებაო- 2020 ში ამბობდნენ.
დღეს იტყვიან გადავრჩითო.
ეს თუ შველაა..დააზიანეს, წლები ცდილობდნენ დაემალათ და ბოლოს აქამდე მივედით.
წინ კრამიტის მოხსნის უმძიმესი პროცესია.
2018 დან შეტანილი შემავსებელია გასატანი.
გასაწმენდია სახურავის სივრცე სრულად.
მერე გამოშრობამ უნდა დაგვანახოს რა დაგვრჩა და რა წაიღო ველურმა რეჟიმმა.
პარალელურად, მუდმივი ჩარევებია საჭირო ფერწერასა და მოზაიკაზე.
უდიდესი სამუშაო, რაც აქამდე ვერ ნანახ პროფესიონალიზმს ითხოვს!
მთავარია, 9 საუკუნის კედლებზე მიყრდნობილმა ხარაჩომ უნდა გაუძლოს წვიმებს და ქარებს წლების მანძილზე.
2020 ში რომ ეღიარებინათ დანაშაული, ახლა ეს მოხსნილი უნდა იყოს!,,-თორნიკე ბარათაშვილი.