დღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება.
19 საათზე, სასტუმრო ,,არგოს,, ეზოში (ტაბიძის 51) გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები,მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბებიან.
საღამოს ორგანიზატორი ქუთაისის ქალთა კლუბია.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 2023 წლის 8 ნოემბერს, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
