ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გურამ კიკნაველიძემ მიულოცეს.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
