ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრი გაიხსნა.
ცენტრის გახსნას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრი 18 წელს ზემოთ, 30 ბენეფიციარზეა გათვლილი, სადაც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები,მათთვის საჭირო სერვისებს მიიღებენ.
დღის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის და ორგანიზაცია "ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მხარდაჭერით",
პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის ცენტრი და თერაპიის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში იფუნქციონირებს.
