ხვალ,24 დეკემბერს, ტყიბულში ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
ხვალ აინთება ნაძვის ხე ხარაგაულში. კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის , კულტურის სამინისტროსა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ელენე ფოჩხუა, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნათია პერანიძე , ლიკა დოლიძე და like ბენდი.
16:00 - ღონისძიების დასაწყისი;
16:00 - 18:00 ანიმატორების შოუ;
17:00 - 18:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან და საჩუქრების დარიგება;
18:00 - კონცერტის დასაწყისი;
20:00 - ფოიერვერკი
ფოტო არქივიდან.
