დღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულები სხდომაზე დასკვნით სიტყვას იტყვიან.
ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, თენგიზ გველესიანი და გიორგი ნეფარიძე 29 აპრილს დააკავეს.
მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთ დირექტორზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურა თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძისთვის 4-დან 6 წლამდე, ხოლო მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძისთვის 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
4 თანამოაზრის დაკავებას აპროტესტებს ჭიათურელ მაღაროელთა ნაწილი.ისინი მათ გათავისუფლებას ითხოვენ და პატიმრობას უკანონოდ და უსამართლოდ მიიჩნევენ.დღეს მაღაროელები ჭიათურიდან ქუთაისში ჩასვლას და პროცესზე დასწრებას გეგმავენ.
