დღეს ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ და თბილისში დაკავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
დღეს პოლიციამ ტელეკომპანია,,ფორმულას,,კიდევ ერთი ჟურნალისტი, ცირა ჟვანია დააკავა .
ასევე დაპატიმრებულია ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი.სასამართლომ სანაიას 6,ხოლო ციცქიშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობაშია ,,ბათუმელების,, დამფუძნებელი მზია ამაღლობელი,რომელიც 2 წლიან სასჯელს იხდის.
ფოტო - არჩილ გეგენავა