სამსახურიდან დათხოვნილ ჭიათურელ მაღაროელთა ინტერესებს უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია-ICFRP-ს შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური საკითხებისა და მოქალაქეობის სამსახური“ (SOC) დაიცავს.
,,მაღაროელებმა ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად დამსაქმებლის წინაშე გამოხატეს მოსაზრებანი (მათ შორის პროტესტის გზით), რაც სამწუხაროდ მიუღებელ ქცევად შეფასდა დამსაქმებლის მხრიდან და ისინი (რეორგანიზაციის საფუძვლით) დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება, ხოლო ს.შ.კ.-ის მე-5 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - დისკრიმინაციის აკრძალვა, ასევე ვრცელდება შრომის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს, რომ ,,რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძვლად“ მით უფრო, როდესაც აშკარაა ,,რეორგანიზაციის საფუძვლით“ სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილებით დამსაქმებელი ცდილობს გადაფაროს მოსაზრებების/პროტესტის გამო სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები“ .
სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნასთან დაკავშირებით მვნიშვნელოვანია EEuropean Court of Human Rightsს პრაქტიკა, კერძოდ საქმეზე Baka v. Hungary, EEuropean Court of Human Rightsმ აღნიშნა, რომ ,,რეორგანიზაციის საფუძვლით მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზს მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენდა და დაადგინა განმცხადებლის მიმართ უფლებადარღვევის განხორციელების ფაქტი. ,,- ICFRP-ს ,,შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური საკითხებისა და მოქალაქეობის სამსახური“ (SOC) თქვენი სოციალური უფლებებისთვის.
ფოტო პირობითია.